2/23/2017

Adjara Group Hospitality-ს მიერ სასტუმროს გახსნის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი


 Adjara Group Hospitality-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ვალერი ჩეხერია:
„რაც შეეხება ჩვენ ახალ სასტუმროს ჯერ გადაწყვეტილი არ არის მას "ავიატორი" ერქმევა თუ "სტამბა". ამ საკითხზე ამჟამად შეჯერებულები არ ვართ. ახალ პროექტთან დაკავშირებით სარემონტო სამუშაოები გრძელდება, ასევე ვმუშაობთ ბრენდინგზე. სასტუმროს პირველი ნაწილი აუცილებლად წელს, სექტემბრის ბოლოს გაიხსნება.


 სასტუმრო ორ ეტაპად გაიხსება. თავდაპირველად გვსურს 65 ნომრის გახსნა, ხოლო საბოლოო ჯამში პროექტის დასრულების შემდგომ ეს სასტუმრო 150 ოთახით იქნება წამროდგენილი. ეს იქნება კიდევ ერთი ქართული დიზაინ ჰოტელი. რაც შეეხება ინვესტიციას, ბიუჯეტის ნაწილზე მუშაობა ამჟამადაც მიმდინარეობს. საერთო ჯამში ამ სასტუმროში 15 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია ჩაიდება."- განაცხადა ვალერი ჩეხერიამ.

 თბილისში, ახალ სასტუმროში რამდენიმე უცხოური, ასევე ქართული მოქმედი ბრენდებისგან კაზინოს გახსნასთან და ჩვენთან შემოსვლასთან დაკავშირებით შემოთავაზებები გვაქვს. თავად ჩვენ კაზინოს გახსნას არ ვაპირებთ. კაზინოსთვის ფართის გაქირავების თემა განიხილება. თუ ფართის ქირაობასთან დაკავშირებით რომელიმე კომპანიისგან კარგი შემოთავაზება იქნება, ამ წინადადებას აუცილებლად განვიხილავთ. ჩვენ მზად ვართ, რომ სასტუმროში ფართი გავაქირაოთ და კაზინოს დავუთმოთ. საბოლოო ჯამში, მფლობელი რა გადაწყვეტილებას მიიღებს ამაზე ვერ გიპასუხებთ. თუ ახალი სასტუმრო წელს გაიხსნება, მაშინ შესაძლოა, კაზინო წელსვე შემოვიყვანოთ." - განაცხადა ვალერი ჩეხერიამ.


Комментариев нет:

Отправить комментарий