სათამაშო ბიზნესი და მისი ისტორია

   სათამაშო ბიზნესში ხშირად გვსმენია სიტყვა "კაზინო", მაგრამ მისი წარმომავლობა ბევრმა არ იცის. Casino _ იტალიური სიტყვაა და პირდაპირი მნიშვნელობით პატარა სახლს ნიშნავსხოლო XIX საუკუნეში შენობის  მნიშვნელობა შეიძინა, სადაც გასართობი ღონისძიებები იმართებოდა: სიმღერის მოსმენა, ცეკვა, აზარტული ტამაშები, ხოლო ქართულად სამორინე ეწოდება.


   ამ ბიზნესის ძირითადი მახასიათებელი ნიშანია ადამიანების ილუზიის ექსპლუატაცია, რომელიც შემთხვევითობის პრინციპით ჰპირდება მათ გამდიდრებას. მათგან ყველაზე გავრცელებულია სამორინე (კაზინო), სათამაშო აპარატების სალონი, ტოტალიზატორი და ლატარია.
  პირველი კაზინო ევროპაში ითვლება Ridotto, რომელიც გაიხსნა 1638 წელს ვენეციაში, შემდგომ 1720 წელს ბად-ემსში და 1748 წელს ბადენ-ბადენში (მეფეებისა და იმპერატრების კურორტი). XVII-XIX საუკუნეებში კაზინოები ამოქმედდნენ ევროპის ყველა ქვეყანაში, დაწყებული ესპანეთით და დამთავრებული რუსეთით. 1865 წელს გრანდიოზული პომპეზურობით გაიხსნა მსოფლიოში დღესაც უაღრესად ცნობილი კაზინო  “La Grand Casino de Monte Carlo” მონაკოს სათავადოში. 
  სამორინე გახდა მდიდრების თავშეყრის ადგილი და დროთა გმვალობაში გამოააშკარავა თავისი მავნე ზეგავლენა საზოგადოებაზე, რაზეც ევროპის ხელისუფლებამ დააწესა აზარტულ თამაშებზე შეზღუდვები. თითქმის ყველა კაზინო ევროპაში დაიხურა 1873 წელს. მაშინ მონაკოს ტერიტორიაზე Monte Carlo აზარტული თამაშების დედაქალაქად იქცა, რომელმაც არ ჩათვალა საჭიროდ რაიმე შეზღუდვების დაწესება.

 ამერიკაში პირველი კაზინო გამოჩნდა მხოლოდ მე- XIX საუკუნის დასაწყისში. აზარტული თაშების ცენტრი ხდება ახალი ორლეანე მას მოყვება წმ. ლუი , ჩიკაგო და სან ფრანცისკო. განსაკუთრებული პოპულარობა ჰპოვა თამაშებმა: blackjack და poker. პრეზიდენტ ენდრიუ ჯექსონის ხელისუფლებაში მოსვლისას მიღებულ იქნა ათწლიანი აკრძალვა აზარტულ თამაშებზე. XX საუკუნის დასაწყისში შტატ ნევადაში, ლასვეგასში და რიოში იწყება ახალი სამორინეების მშენებლობა. 40-იან წლებში ლასვეგასი შედგებოდა პატარა სამორინეებისგან, ხოლო 1946 წელს გაიხსნა პირველი უდიდესი სამორინე სახელწოდებით _ "ფლამინგო", მისი დამაარსებელი იყო ბაგსი სიგელი   


 1978 წელს  კაზინოს გახსნაზე ლიცენზიას იღებს ქალაქი ატლანტიკსიტი, რომელიც დღეის მდგომარეობით არის მეორე,  ლასვეგასის შემდგომ ამერიკის ქალაქებს შორის.

  ცარიზმის პერიოდში საქართველოში აზარტული თამაშები რა თქმა უნდა იყო, მაგრამ კლასიკური ტიპის კაზინოების განვითარება არ მომხდარა. 1920 წელს თბილისში გახსნილი იყო 2 კაზინო, ასევე რამდენიმე ლოტოს კლუბი. უცნობია აღნიშნული სამორინოები რამდენად ლეგალურად მუშაოდნენ. გარდა ამისა, საქართველოში გახსნილი იყო ბანქოს მწარმოებელი ქარხანა.

  საბჭოთა პერიოდში აზარტული თამაშები აკრძალული  იყო, თუმცა არალეგალურად ეს თამაშები მუდმივად ხორციელდებოდა დაფარულ პირობებში. გარდაქმნის ეპოქის დადგომამ კაზინოს ლეგალიზაცია გამოიწვია და 1989 წლის 23 აგვისტოს სსრკ-ს დედაქალაქ მოსკოვში სასტუმრო “სავოიში“ გაიხსნა პირველი სამორინე. 1990 წელს ჯერ კიდევ საბჭოთა საქართველოს დედაქალაქ თბილისში შვედური ინვესტიციის შემწეობით გაიხსნა პირველი ლეგალური სამორინე „ორი ჯუჯა“, რომელმაც სადგური ფილარმონიის ერთ-ერთ დარბაზში დაიდო. 


 აზარტულ თამაშებს განეკუთვნება სათამაშო აპარატების სალონები ე.წ “სლოტ-კლუბები“. ამ ძირითადად ელექტრონულ სათამაშო აპარატებს აქვთ შესაბამისი პროგრამები და მექანიზმები, რომლებიც იძლევიან ფულად მოგებას. ეს სათამაშო აპარატებიც, როგორც წესი განლაგებულნი არიან სამორინეებში.


 აზარტული თამაშია – ტოტალიზატორი, იგივე საბუკმეკერო ბიურო. ეს ასევე ძველი მოვლენაა. ბრიტანეთში დოღის გამართვისას ცხენსა და მხედარზე ფულად ფსონს ჩამოდიოდნენ და რადგან მე-XVIII საუკუნეში სოციალურად პრესტიჟული ფრანგული ენა იყო, აზარტუ;ლი თამაშების ამ სახეობას ფრანგული სახელი totaliser(შეჯამება) უწოდეს. ჯირითის რა მოგახსენოთ, მაგრამ სხვა მხრივ საბუკმეკერო ბიზნესი მოქმედებს საქართველოშიც.

 ლატარიაც ასევე აზარტული თამაშია. მისი სახელი ჰოლანდიური სიტყვიდან _ Lot მოდის, რაც ბედს ნიშნავს. იგი შეიძლება იყოს მომენტალური და ტირაჟიანი, ტოტო, ლოტო და ბინგო.

რულეტკა და მისი ისტორია



 არსებობს უამრავი ლეგენდა და ისტორია თუ როგორ წარმოიშვა თამაში რულეტკა. ერთ-ერთი მოსაზრებაა _ ის წარმოიშვა ძველ ჩინეთში პირველად, სადაც ჰქონდათ თამაში სახელწოდებით "მაგიური მოედანი". ამ თამაშში გამოიყენებოდა 37 ცხოველის ფიგურა, როდესაც ერთ-ერთი ფრანგი ბერი იყო ჩასული საქადაგებლად, ის გაეცნო ამ თამაშს და შესთავაზა შეეტანათ მცირედი სახეცვლილება, ანუ ბორბალზე დაემაგრდ ცხოველთა ფიგურები. გარკვეული დროის შემდგომ, ცხოველების ფიგურები ამოიღეს და მათ ნაცვლად გამოსახულება ჩაანაცვლეს, ხოლო შემდგომ რიცხვები.

 ბევრი თვლის, რომ რულეტკა გამოიგონა ფრანგმა ფილოსოფოსმა და მათემატიკოსმა პასკალმა XVII საუკუნეში. ვარაუდობენ, რომ მისი შთააგონების წყარო იყო მუდმივი ძრავის შექმნა. ძრავის ძირითადი ნაწილი იყო ბორბალი და მის გარშემო განლაგებული ფორმულები და მნიშვნელობები, რაც ცხრილისებურად ჰქონდა განლაგებული მაგიდაზე. 

 არსებობს კიდევ ერთი ვერსია, რულეტკა წარმოიშვა ძველ საბერძნეთში. ექსპერტები აცხადებენ, რომ ძველად სპარტანელები თავიანთ სამხედრო ფარს აზარტულ თამაშებისთვის იყენებდნენ. 




  დოკუმენტურ წყაროებში , რომლებიც ადასტურებენ, რომ ბორბალი ნომრებით და ბურთულით გამოყენებულ იქნა თამაშ ხოკაში. პირველი სამორინე (კაზინო) გაიხსნა ხოკას თამაშით საფრანგეთში XVIII საუკუნეში. სამორინე ამ თამაშით დიდ შემოსავალს ღებულობდა, რადგან ორმოც ნომრიდან სამი ნომერი იყო ნული ანუ ზერო. 


  რულეტკა _ წარმოიშვა ფრანგული სიტყვიდან roulette და პირდაპირ მნიშვნელობით პატარა ბორბალს ნიშნავს. ძირითადათ მისი დიამეტრია 90-100 სმ. და წონა 40-60 კგ. მერყეობს. ის დაყოფილია გამყოფილებებით(სექტორები), რომელებსაც მინიჭებული აქვთ რიცხვითი მნიშვნელობა. დღეისთვის სამორინეებში (კაზინო) გამოიყენება სამი სახის რულეტკა: ევროპული, ფრანგული და ამერიკული.
  იკითხავთ, რა სხვაობაა მათ შორის? 


  ევროპული რულეტკა _ აქვს 37 სექტორი, 1-დან 36-მდე და ნოლი ანუ ზერო. ზერო კაზინოს აძლევს უპირატესობას, ეს მაჩვენებელი შეადგენს 2,7% აღნიშნულ რულეტკაზე. დასაშვებია ზეპირი ფსონები დადება. ევროპული რულეტკა საქართველოს სამორინეებში უფრო გავრცელებულია. 


  ამერიკული რულეტკა _ შედგება 38 სექტორისგა,  1-დან 36-მდე 0(ზერო) და 00(ორმაგი ზერო). აქ სამორინეს (კაზინო) უპირატესობა ორჯერ მეტია და შეადგენს 5,26%. ასეთ მაგიდებს იყენებენ ძირითადათ ამერიკის სამორინეებში(კაზინო). 


  ფრანგული რულეტკა __ ანალოგიურია ევროპული რულეტკის სექტორების რაოდენობით. სხვაობა არის წესი «La Partafa», რომელიც იძლევა მეტ შანს მოგებაზე მოთამაშესთვის, რადგან სამორინეს (კაზინო) მოგების წილი 1,35%  აღემატება მოთამაშეზე. წესის მნიშვნელობა შემდგომშია _ ნულის ანუ ზეროს მოსვლის შემთხვევაში მოთამაშეს უბრუნდება დადებული ფსონის ნახევარი, თუ ფსონი არ დევს ზეროზე. აქაც დასაშვებია ზეპირი ფსონების დადება. ასევე თვალსაჩინო სხვაობაა მაგიდა, სადაც ფსონების დადების ცხრილი განლაგებულია სხვანაირად. ასეთი სახის რულეტკა უფრო გავრცელებულია საფრანგეთში.


  მსგავსი წისი გააჩნია ევროპულ რულეტკას _ «En Prison». სხვაობა, თუ ფსონი დადებულია თანაბარ შანსზე (წითელი, შავი; კენტი, ლუწი; დაბალი, მაღალი;) და დაჯდა ზერო, მაშინ ფსონი გადადის მომდევნო სპინზე იმ პირობით, თუ დაჯდება მოგება მაშინ მოთამაშეს უბრუნებენ დადებული ფსონი მოგების გარეშე და თუ კლავ დაჯდა ზერო ან წაგებული ნომერი მაშინ აღნიშნული ფსონი მიაქ სამორინეს (კაზინო).
  ზოგიერთ ამერიკული სამორინეში (კაზინო) იყენებენ «Surrender» წესს, რაც მსგავსია «La Partafa» წესის და სამორინეს (კაზინო) მოგების შანსი 5,26%-დან მცირდება 2,63%-მდე.

       პოკერის ისტორია


poker
 პოკერი, როგორც სპორტის სახეობა, გულშემატკივრების რაოდენობის მხრივ ამერიკაში მესამე ადგილზეა და ჯერ კიდევ დამაჯერებლად იპყრობს მსოფლიოს. საქართველოში პოკერი ჯერ კიდევ დაწყებით სტადიაზეა, თუმცა ძალიან დინამიურად ვითარდება, რაც ძალიან სასიხარულოა. 


 ერთ-ერთი ვერსიით თამაშის სახელწოდება მომდინარეობს გერმანული სიტყვიდან pochen– რაც კაკუნს ნიშნავს. პირველი მონაცემები პოკერის მსგავს თამაშზე ნახსენებია მე–16 საუკუნეში.

ინგლისელი მსახიობის ჯოზეფ ქროულის ცნობით, პოკერი პირველად, 1829 წელს ახალ ორლეანში, ლუიზიანაში ითამაშეს. 20 კარტის საშუალებით ოთხი მოთამაშე ფსონს იმაზე აკეთებდა, თუ ვის ჰქონდა უკეთესი კარტების კომბინაცია. ჯონათან გრინის წიგნში, „აზარტული თამაშების ხელოვნებისა და აგონიის გამოაშკარავება“ (1843 წ. ფილადელფია), აღწერილია როგორ გავრცელდა თამაში ახალი ორლეანიდან მთელს ამერიკაში, მდინარე მისისიპიზე მოცურავე სატრანსპორტო ნავებით, რომლებზეც აზარტული თამაშები გართობის ძალზედ მიღებული საშუალება იყო. როდესაც პოკერი მდინარე მისისიპის გასწვრივ ჩრდილოეთსა და დასავლეთითაც გავრცელდა ე.წ. ოქროს ციებ-ცხელების დროს, იგი ახალი მიწების ამთვისებლების ცხოვრების ნაწილი გახდა. თამაშის ფართოდ გავრცელების შემდეგ პოკერში 52 კარტის გამოყენება დაიწყეს და თამაშს ახალი კომბინაცია „ფლეში“, ხოლო 1850 (ანუ ამ წელს იქნა მოხსენიებული ის თამაშთა წესებში) წელს კი - წილის ყრის წესი დაემატა. ამერიკის სამოქალაქო ომის დროს თამაშს ბევრი სხვა წესიც შეემატა.


 თანამედროვე ტურნირები ამერიკულ კაზინოებში მას შემდეგ გახდა პოპულარული, რაც 1970 წელს მსოფლიოს პოკერის სერიები დაიწყო. ადრეული სერიების გამორჩეული ჩემპიონები იყვნენ ჯონი მოსი, ამარილო სლიმი, ბობი ბოლდვინი, დოილ ბრუნსონი და პუგი პირსონი.
crazy poker hands, interesting poker hands, monster poker hands, poker, interesting poker videos, funny poker videos, funny poker, viewonpoker, view on poker, pokerstation, the poker bank, the poker fix, amazing poker hands, best poker hands, poker hands royal flush, poker hand of the week, poker hands bad beats, crazy poker hand video, crazy poker hands videos, craziest poker hand ever, craziest poker hands ever, unbelievable poker hands, unbelievable poker hand, pokerstars, online poker, poker 2015, 2015 poker, pokerstars caribbean adventure, pca, pca 2015, 2015 pca, main event, final table, chance kornuth, european poker tour (tv program), ept 2015, 2015 ept, pca 2012, daniel negreanu (tv personality), isildur1, viktor blom (person), faraz jaka (person), jonathan duhamel (person), worst poker bluffs, worst poker bluff, poker bluffs, poker bluff, bad poker bluffs, bad poker bluff, poker bluff gone wrong, poker bluffs gone wrong, worst poker bluffs ever, bluff, bluffs, tom dwan bad bluff, zigmund bad bluff, ilari sahamies bad bluff, poker mania, poker mania hd, poker bluff fail, poker bluffs fail, poker bluff catcher, poker bluff tells, worst poker bluffs of all time, fifa 16, fifa 16 ultimate team, fifa 16 ultimate team fut draft, fifa 16 fut draft, fut draft, cristiano ronaldo fifa 16, spursito, spursito fifa 16, peor canal de fifa, mejor canal de fifa, me copio de w2s, fifa poker spursito, spursito fifa poker, cacho, cacho01, fifa poker spursito cacho, spursito fifa poker futdraft, fut poker, fifa ultimate team poker







ცოცრით, დაკვრა, ცოცოლი, cocrit, tsotsrit, dakvra, cocori, tsotsori, ტომას, ჯალაკი, კაზინო, იგივე, სატანის, სახლი, tomas, jalaki, kazino, igive, satanis, saxli, sakhli, გოგა, ქუცნიაშვილი, თბილისთან, ახლოს, კოჯორში, არის, საიდუმლოებებით, მოცული, სადაც, გარდაცვლილი, ადამიანების, სულები, ცხოვრობენ, ცხოვრობს, ბიზნესკურიერი, ბიზნეს კურიერი, money, business, income, success, economics, businesscourier, rustavi2, rustavi, bank, georgia, tbilisi, რუსთავი2, რუსთავი 2, გოგიჩაიშვილი, ეკონომიკა, ფული, ბიზნესი, საქართველო, finances, ფინანსები, ბანკი, კრედიტი, credit, დოლარი, ლარი, რუბლი, dollar, usd, gel, lari, ruble, import, export, იმპორტი, ექსპორტი, შემოსავალი, bizneskurieri, biznes, biznes kurieri, magari prikolebi // best funny moments, chipsis yvelaze sasacilo reklama // doritos, sasacilo vidoe (prikoli), sasacilo vidoe (prikoli) 2, prikoli.. msuqani qali atraqcionze, самые нелепые приколы с девчонками, самые нелепые приколы с девчонками 2013, კაზინო სასადილო მეგონა და 20000 წავაგე, kazino ajarabeti, adjarabet.com, pokeri, taglitoba, აჭარაბეთის თაღლითობა], აჭარაბეთ.ქომ, აჭარაბეთი თაღლითობს, პოკერი

Комментариев нет:

Отправить комментарий