2/22/2017

კევინ კოსტნერმა სამორინე (კაზინო) "Midnight Star" შეინარჩუნა

   რამდენიმე წლის წინ ცნობილმა ამერიკელმა კინომსახიობმა კევინ კოსტნერმა ბიზნესის წამოწყება გადაწყვიტა და პარტნიორებთან ერთად კაზინო შეიძინა.

  ეს სამორინე ქალაქ ლოს-ანჯელესში მდებარეობს. მისი სახელწოდებაა "Midnight Star".

  კოსტნერს ამ დაწესებულების 93.5 პროცენტი წილი ეკუთვნის. ცოტა ხნის წინ დარჩენილი 6.5 პროცენტის გამოსყიდვა მოისურვა, მაგრამ „პარტნიორებმა“ წილი 6,2 მილიონ დოლარად შეაფასეს, რაც კაზინოს საბაზრო ღირებულებას თითქმის ორჯერ აღემატებოდა.

  კოსტნერმა სიმართლის დასადგენად სასამართლოს მიმართა.

   რამდენიმე დღის წინ სხდომა გაიმართა, რომელმაც დაადგინა რომ კაზინო ხელახლა შეფასდეს. იმ შემთხვევაში თუ მისი ფასი 4 მილიონი დოლარი (სწორედ ეს თანხა დახარჯა კოსტნერმა მის მოწყობაზე) აღმოჩნდება, მსახიობი პარტნიორებს ღირებულების მხოლოდ 6.5 პროცენტს გადაუხდის.

Комментариев нет:

Отправить комментарий