2/23/2017

ხელისუფლების რეგულაციები სათამაშო ბიზნესში უშედეგოა მიიჩნევენ სპეციალისტები



   რა შეიცვალა სათამაშო ბიზნესზე დაწესებული ახალი რეგულაციებით - ეკონომისტები ამბობენ, რომ ხელისუფლების მცდელობა, ერთი მხრივ გაზრდილიყო საბიუჯეტო შემოსავლები და მეორე მხრივ საზოგადოება, დაცული ყოფილიყო აზარტული თამაშების მავნე ზეგავლენისგან, როგორც ჩანს უშედეგო აღმოჩნდა. ამას ემატება ისიც, რომ ათობით ადამიანი, სამსახურის გარეშე დარჩა.



სათამაშო ბიზნესში მოსაკრებელის ზრდა 
 სათამაშო ბიზნესში ცვლილებები ძალაში შევიდა 2017 წლის 1 იანვრიდან. კანონპროექტის მიხედვით, გაიზარა სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთები. კერძოდ, თითოეულ სამორინეს მაგიდაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთის ოდენობა 20000-დან 40000 ლარის ჩათვლით განისაზღვრება, მაშინ როცა 2016წლის მოქმედი კანონმდებლობით, 15000-დან 30000 ლარია. განაკვეთი გაიზრდა ასევე სათამაშო აპარატებზეც და თითოეულ აპარატზე მოსაკრებელი 1500-დან 3000 ლარის ნაცვლად 2 000-დან 4000 ლარის ჩათვლით იქნება. სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე მოსაკრებლის განაკვეთი კვარტალში 100 000-დან 120 000 ლარის ჩათვლით არის, როცა 2016 წელს დადგენილი გადასახადი 30 000 ლარიდან 60 000 ლარის ჩათვლით შეადგენდა. აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე კი მოსაკრებლის განაკვეთი კვარტალში 1500-დან 20000 ლარის ჩათვლით არის დადგენილი, როცა 2016 წლის კანონმდებლობით 1000 ლარიდან 15000 ლარის ჩათვლით იყო განსაზღვრული. თითოეულ კლუბის მაგიდაზე მოსაკრებლის განაკვეთი კვარტალში იყო 3 000 ლარიდან 10 000 ლარის ჩათვლით. კანონპროექტის მიხედვით კი 4000- დან 14000 ლარის ჩათვლით განისაზღვრა.

Комментариев нет:

Отправить комментарий