10/29/2016

ჯოზეფ ჯაგერი _ კაცი, რომელმაც კაზინო დაამარცხა


 საყოველთაოდ ცნობილი გამოთქმაა: „იმისათვის, რომ კაზინოში მოიგო, კაზინოს მეპატრონე უნდა იყო." ეს მითი მე-19 საუკუნეში ბრიტანელმა ჯოზეფ ჯაგერმა დაამსხვრია.


 ჯაგერი 1830 წელს დაიბადა. ის ცნობილი როკ-მუსიკოსის, მიკ ჯაგერის შორეული წინაპარი იყო. ცნობილია, რომ ჯოზეფი იორკშირის საგრაფოში ქაღალდის ფაბრიკაში ინჟინერ-მექანიკოსად მუშაობდა. მისი მეორე სერიოზული გატაცება კი კაზინო იყო. სწორედ თავისი პროფესია დაეხმარა ჯაგერს კაზინოს დამარცხებაში.
ფაბრიკაში შეძენილი გამოცდილებით, ჯოზეფმა დაასკვნა, რომ რულეტკის ბორბლები ერთმანეთისგან განსხვავდებოდა. კონსტრუქციას სხვადასხვა დეფექტები ჰქონდა. ტექნიკური არასრულყოფილების გამო ბურთი ხშირად ერთი და იგივე ნომრებში ვარდებოდა.
 ჯაგერმა 6 ადამიანი დაიქირავა, რომლებიც მონტე-კარლოს კაზინოში სხვადასხვა მაგიდასთან დასვა. რამდენიმე კვირის განმავლობაში ისინი მომგებიან ნომრებს იწერდნენ.  გაირკვა, რომ ბურთი ყველაზე ხშირად 7, 8, 9, 17, 18, 19, 22, 28 და 29 ნომრებში ვარდებოდა.
 ამის შემდეგ ჯაგერი კაზინოს თავად ესტუმრა. 4 დღეში მან 300 ათასამდე დოლარი მოიგო.
 ჯაგერის იღბლიანი თამაში შეუმჩნეველი არ დარჩენიათ სხვა მოთამაშეებს და იმავე ციფრებზე დაიწყეს ფსონების დადება. კაზინოს ადმინისტრაცია იძულებული გახდა რულეტკის ბორბლები შეეცვალა.
მე-5 დღეს კაზინოში შესულმა ჯაგერმა წაგება დაიწყო და მიხვდა, რომ ბორბლები გამოცვლილი იყო. ჯოზეფმა ადგილი შეიცვალა და იმ მაგიდას მიაგნო, სადაც კაზინოს მეპატრონეებმა ბორბლის შეცვლა ვერ მოასწრეს. მე-5 დღეს მან მოგება 450 ათასამდე გაზარდა.

 კაზინოს მეპატრონეებმა გამოსავალი მალე იპოვნეს და სანომრე უჯრედებს დეკორატიულ ნაწიბურებს ყოველ ღამე უცვლიდნენ. ამჯერად ჯოზეფმა მათ ხრიკებს ვერაფერი მოუხერხა და მიხვდა, რომ თამაში უნდა შეეწყვიტა. კაზინოდან მან ჯამში  325 ათასი დოლარი წამოიღო.

ლეოგრანდი, სასტუმრო ლეოგრანდი, leogrand, казино, проигрыш, приколы, камеры наблюдения, casino, ლეოგრანდი, სამორინე, ტოტალიზატორი, სერიალები, chachibaia., qartuli, ocneba., shavgulidze., სასამართლო, სამართალი, ვერდიქტი, სტარსბურგი, იუსტიციის სამინისტრო, საქართველო, რუსეთი, სარჩელი, strasburgi, sarcheli, saqartvelo, ruseti, iusticiis saministro, iusticia, levan mesxoradze, tina burjaliani, შანგრილა, გრანდიოზულ, ღონისძიება, გეგმა, music box, news box, samorine, kazino, shangri la, advertisement, tbilisi, adjarabet

Комментариев нет:

Отправить комментарий