10/20/2016

სასტუმრო "მილენიუმ ბილთმორ"-ში კაზინოების საერთაშორისო ოპერატორი შედის


თბილისში ახლადგახსნილ სასტუმრო „მილენიუმ ბილთმორში" კაზინოს გახსნის შესახებ საერთაშორისო ოპერატორთან ხელშეკრულება ერთ კვირაში გაფორმდება.
როგორც „დაბი ჯგუფის" აღმასრულებელი დირექტორი სამი ედვარდი ჩვენთან საუბარში აცხადებს, მოლაპარაკებები რამდენიმე საერთაშორისო დონის ოპერატორთან მიდიოდა, თუმცა ბოლო ეტაპზე მხოლოდ ორი კომპანია იყო დარჩენილი და ერთ-ერთი აბუ-დაბიდან არის. ედვარდი კომპანიის სახელს ხელშეკრულების გაფორმებამდე არ ასახელებს, თუმცა ამბობს, რომ ეს იქნება კაზინოების საერთაშორისო ოპერატორი და ხელშეკრულება ერთი კვირის განმავლობაში გაფორმდება, ხოლო კაზინო მუშაობას ხელშეკრულების გაფორმებიდან 4 თვეში დაიწყებს.
ედვარდი სასტუმრო „ბილთმორის" მუშაობასაც აფასებს და ამბობს, რომ სასტუმრო 6 კვირაა გახსნილია და დასაწყისისთვის მას ძალიან კარგი შედეგები აქვს, თუმცა რეალურად სასტუმროს პოზიციების შესახებ საუბარი ერთ წელიწადში უფრო სწორი იქნება. რაც შეეხება კონკურენციას, „დაბი ჯგუფის" აღმასრულებელი დირექტორის თქმით, მათ საკუთარი მომხმარებლები ჰყავთ საერთაშორისო ბაზრებიდან, რომლებიც ქვეყანაში სპეციალურად „ბილთმორისთვის" ჩამოდიან.
„ჩვენი სასტუმრო ერთადერთია, სადაც საპრეზიდენტო აპარტამენტებია, გვაქვს ულამაზესი ხედი 31–ე სართულიდან, მოსასვენებელი სივრცე 30-ე სართულზე, დიდი ოთახები, მაღალი დონის მომსახურება და ფასებიც ბაზარზე არსებული სასტუმროების ანალოგიურია" – ამბობს სემი ედვარდი.
მისივე განცხადებით, რამდენიმე კვირის წინ „ბილთმორში" ევროპარლამენტის წევრების მონაწილეობით გაიმართა კონფერენცია, შემდეგ სასტუმროს მენეჯმენტს მათთან შეხვედრაც ჰქონდათ და გადაწყდა, იმ შემთხვევაში, თუ რეგიონში ევროპარლამენტს რაიმე ღონისძიება ექნება, ეს ჩატარდება „ბილთმორში" იმის გამო, რომ ეს არის უმაღლესი კლასის სასტუმრო, რომელიც ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს.
სამი ედვარდი ამბობს, რომ „დაბი ჯგუფს" საქართველოში სხვა პროექტების მიმართაც აქვს ინტერესი და ამ თემაზე დეტალურად საუბარი 22 ოქტომბერს აბუ-დაბიში გაიმართება, რომელსაც საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი.
„მილენიუმის" 7-ვარსკვლავიანი სასტუმროს გახსნის მასშტაბური ცერემონია თბილისში 31 ივლისს გაიმართა. გახსნის ცერემონია დუბაის ცნობილი ცათამბჯენის ბურჯ ხალიფას გახსნის ცერემონიის მსგავსი იყო. ღონისძიება მსოფლიო მედიის წარმომადგენლებმა გააშუქეს.
გახსნა 2 მილიონი დოლარი დაჯდა. სასტუმროს საინვესტიციო ღირებულება 100 მილიონი დოლარია. "მილენიუმ ბილთმორის" ქსელის სასტუმროები დღეისთვის მსოფლიო მასშტაბით მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებშია.

ბიზნესკურიერი, ბიზნეს კურიერი, money, business, income, success, economics, businesscourier, rustavi2, rustavi, bank, georgia, tbilisi, რუსთავი2, რუსთავი 2, გოგიჩაიშვილი, ეკონომიკა, ფული, ბიზნესი, საქართველო, finances, ფინანსები, ბანკი, კრედიტი, credit, დოლარი, ლარი, რუბლი, dollar, usd, gel, lari, ruble, import, export, იმპორტი, ექსპორტი, შემოსავალი, bizneskurieri, biznes, biznes kurieri, ცოცრით, დაკვრა, ცოცოლი, cocrit, tsotsrit, dakvra, cocori, tsotsori, ტომას, ჯალაკი, კაზინო, იგივე, სატანის, სახლი, tomas, jalaki, kazino, igive, satanis, saxli, sakhli, გოგა, ქუცნიაშვილი, თბილისთან, ახლოს, კოჯორში, არის, საიდუმლოებებით, მოცული, სადაც, გარდაცვლილი, ადამიანების, სულები, ცხოვრობენ, ცხოვრობს, magari prikolebi // best funny moments, chipsis yvelaze sasacilo reklama // doritos, sasacilo vidoe (prikoli), sasacilo vidoe (prikoli) 2, prikoli.. msuqani qali atraqcionze, самые нелепые приколы с девчонками, самые нелепые приколы с девчонками 2013, კაზინო სასადილო მეგონა და 200000 წავაგე, kazino ajarabeti, adjarabet.com, pokeri, taglitoba, აჭარაბეთის თაღლითობა], აჭარაბეთ.ქომ, აჭარაბეთი თაღლითობს, პოკერი

Комментариев нет:

Отправить комментарий