10/16/2016

რულეტკა და მისი ისტორია


არსებობს უამრავი ლეგენდა და ისტორია თუ როგორ წარმოიშვა თამაში რულეტკა. ერთ-ერთი მოსაზრებაა _ პირველად ის წარმოიშვა ძველ ჩინეთში, სადაც ჰქონდათ თამაში სახელწოდებით "მაგიური მოედანი". ამ თამაშში გამოიყენებოდა 37 ცხოველის ფიგურა, როდესაც ერთ-ერთი ფრანგი ბერი იყო ჩასული საქადაგებლად, ის გაეცნო ამ თამაშს და შესთავაზა შეეტანათ მცირედი ცვლილება, ანუ ბორბალზე დაემაგრებინად ცხოველთა ფიგურები. გარკვეული დროის შემდეგ ცხოველების ფიგურები ამოიღეს და მათ ნაცვლად გამოსახულება ჩასვეს, ხოლო შემდგომ რიცხვები.


 ბევრი თვლის, რომ რულეტკა გამოიგონა ფრანგმა ფილოსოფოსმა და მათემატიკოსმა პასკალმა XVII საუკუნეში. ვარაუდობენ, რომ მისი შთაგონების წყარო იყო მუდმივი ძრავის შექმნა. ძრავის ძირითადი ნაწილი იყო ბორბალი და მის გარშემო განლაგებული ფორმულები და მნიშვნელობები, რაც ცხრილისებურად ჰქონდა განლაგებული მაგიდაზე. 

 არსებობს კიდევ ერთი ვერსია, რულეტკა წარმოიშვა ძველ საბერძნეთში. ექსპერტები აცხადებენ, რომ ძველად სპარტანელები თავიანთ სამხედრო ფარს აზარტული თამაშებისთვის იყენებდნენ. 




  დოკუმენტურ წყაროებში , რომლებიც ადასტურებენ, რომ ბორბალი ნომრებით და ბურთულით გამოყენებულ იქნა თამაშ "ხოკა"-ში. პირველი სამორინე (კაზინო) გაიხსნა "ხოკა"-ს თამაშით საფრანგეთში XVIII საუკუნეში. სამორინე ამ თამაშით დიდ შემოსავალს ღებულობდა, რადგან ორმოცი ნომრიდან სამი ნომერი იყო ნული ანუ ზერო. 


  რულეტკა _ წარმოიშვა ფრანგული სიტყვიდან roulette და პირდაპირი მნიშვნელობით პატარა ბორბალს ნიშნავდა. ძირითადათ მისი დიამეტრია 90-100 სმ. და წონა 40-60 კგ-მდე მერყეობს. ის დაყოფილია სექტორებით, რომელთაც მინიჭებული აქვთ რიცხვითი მნიშვნელობა. დღეისთვის სამორინეებში (კაზინოში) გამოიყენება სამი სახის რულეტკა: ევროპული, ფრანგული და ამერიკული.
  იკითხავთ რა სხვაობაა მათ შორის? 


  ევროპული რულეტკა _ აქვს 37 ციფრი 0-დან 36-მდე.  ნოლი ანუ ზერო კაზინოს აძლევს უპირატესობას, ეს მაჩვენებელი შეადგენს 2,7%-ს აღნიშნულ რულეტკაზე. დასაშვებია ზეპირი ფსონების დადება. ევროპული რულეტკა საქართველოს სამორინეებში უფრო გავრცელებულია. 


  ამერიკული რულეტკა _ შედგება 38 ციფრისაგან,  1-დან 36-მდე  და ორი ზერო. აქ სამორინეს (კაზინოს) უპირატესობა ორჯერ მეტია და შეადგენს 5,26%-ს. ასეთ მაგიდებს იყენებენ ძირითადათ ამერიკის სამორინეებში (კაზინოში). 


  ფრანგული რულეტკა __ ანალოგიურია ევროპული რულეტკის ციფრების რაოდენობით. სხვაობა არის წესი «La Partafa», რომელიც იძლევა მეტ შანს მოგებაზე მოთამაშისთვის, რადგან სამორინეს (კაზინოს) მოგების წილი 1,35%-ს  აღემატება მოთამაშეზე. წესის მნიშვნელობა შემდგომშია _ ნულის ანუ ზეროს მოსვლის შემთხვევაში მოთამაშეს უბრუნდება დადებული ფსონის ნახევარი, თუ ფსონი არ დევს ზეროზე. აქაც დასაშვებია ზეპირი ფსონების დადება. ასევე თვალსაჩინო სხვაობაა მაგიდა, სადაც ფსონების დადების ცხრილი განლაგებულია სხვანაირად. ასეთი სახის რულეტკა უფრო გავრცელებულია საფრანგეთში.


  მსგავსი წესი გააჩნია ევროპულ რულეტკას _ «En Prison». სხვაობა, თუ ფსონი დადებულია თანაბარ შანსზე (წითელი, შავი; კენტი, ლუწი; დაბალი, მაღალი;) და დაჯდა ზერო, მაშინ ფსონი გადადის მომდევნო სპინზე იმ პირობით, თუ დაჯდება მოგება მაშინ მოთამაშეს უბრუნებენ დადებული ფსონი მოგების გარეშე და თუ კლავ დაჯდა ზერო ან წაგებული ნომერი მაშინ აღნიშნული ფსონი მიაქ სამორინეს (კაზინოს).
  ზოგიერთ ამერიკული სამორინეში (კაზინოში) იყენებენ «Surrender» წესს, რაც მსგავსია «La Partafa» წესის და სამორინეს (კაზინოს) მოგების შანსი 5,26%-დან მცირდება 2,63%-მდე.
let's play by freddy, freddy play, chat rulette, play in chat rulette, freddy play in chat rulette, freddy прикалывает в чат рулетке, чат рулетка с фредди, ну а чего?! скучно же)))чат рулетка с фредди, online chat, chatroulette (website), chatroulette (website) lol, chatroulette смешно, будни, студента, универ, общага, 10, способов, чатрулетка, callцентр, данил, щестюк, максим, суслик, uptop, 10способов, видеорулетка, канал девчат, девчата, лучшая чат рулетка, видеочат, видео чат, чат рулетка, ивангай, eeoneguy, фейк, ивангай фейк, ивангай в чат рулетке, eeoneguy фейк, фейк в чат рулетки ивангай, вангай, vangai, рулетка, igorek, игорёк, чат, пригласила, секс, пригласила на секс, секс чат, секс чат рулетка, в чат рулетке секс, видеочат секс, рулетка секс, казино, интернет, онлайн, правила, стратегия, мартингейл, ставка, шансы, число, красное, чёрное, зеро,გიორგი გედევანიშვილი, ევროპა ბეთი, europe-bet, com, rulet, ruletka, რულეტი, რულეტკა, ლაივ კაზინო, როგორ მოვიგოთ, win, rogor movigot, exclusive, georgia, bookmakers, footbal tips, prognozebi, hot, live, make money, earn money, super, sakartvelo, qartuli dzala, gamarjveba, nakrebi, online, music, earth, prikoli, xoxma, rezultati, goal, goli, psoni, prognozi, girls, mens, winning casino, valuta, poker, slots, film, sex, kiss, საქართველო, adjarabet, ruleti, აჭარაბეტის, ruletkis, nabozrobebi, ნაბოზრობები, აჭარაბეტ რულეტკის ნაბოზრობები, nabozoba, ნაბოზრობა

Комментариев нет:

Отправить комментарий