11/07/2016

სასტუმროში "კოლიზეუმ მარინა" ხორვატული ინვესტიციით კაზინო გაიხსნება



  ბათუმში სასტუმრო "კოლიზეუმ მარინაში" ხორვატული ინვესტიციით კაზინო გაიხსნება. 

  როგორც "ბიზნესკონტრაქტს" სასტუმროს კომერციულმა დირექტორმა ნიკო შაყულაშვილმა განუცხადა, შეთანხმება ინვესტორებთან თითქმის მიღწეულია და კაზინო სასტუმროში მომავალი წლის აპრილიდან ამოქმედდება. 

  შემოვა თუ არა რომელიმე საერთაშორისო ბრენდი აჭარაში ჯერჯერობით უცნობია. სასტუმროში ამ ეტაპზე არც ინვესტიციის მოცულობას არ ასახელებენ. 

  სასტუმროს კომერციული დირექტორი კაზინოს გახსნის შემდეგ ვიზიტორების ზრდას ელოდება. 

  აღსანიშნავია, რომ 4 მილიონი დოლარის ღირებულების კაზინოს გახსნა სასტუმროში ერთხელ უკვე გადაიდო. 4-ვარსკვლავიანი „კოლიზეუმ მარინა“ 2015 წლის აგვისტოში გაიხსნა.

Комментариев нет:

Отправить комментарий