3/10/2017

2018 წელს ბათუმში კიდევ ერთი სამორინე გაიხსნება

 ბათუმში სასტუმრო Courtyard Marriott-ის მშენელობა 9 თვეში დასრულდება, ხოლო ოპერირებას „ქორთიარდი“ 2018 წელს დაიწყებს.

  როგორც კომპანიაში აცხადებენ, 41 სართულიან კომპლექსში, გასაყიდი აპარტამენტები მე-6 სართულიდან იწყება, 1კვ.მ-ის ფასი კი 1100-2400 დოლარამდე მერყეობს. ამ ეტაპზე დასრულებულია 21 სართულის მშენებლობა.

  კომპანიის ცნობით, ALLIANCE PALACE-ის პირველ და მეორე სართულზე განთავსდება თანამედროვე ტიპის ინფრასტრუქტურა. მათ შორის, ღია და დახურული საცურაო აუზი, ფიტნესცენტრი, სპა, კაზინო, რესტორანი. კომპლექსს ასევე ექნება მიწისქვეშა ავტოპარკინგი.

  პირველ 6 სართულზე განთავსდება სასტუმრო Courtyard Marriott-ის სასტუმრო ნომრები, ხოლო დანარჩენ სართულებზე სასტუმროს ტიპის აპარტამენტები.

Комментариев нет:

Отправить комментарий