1/06/2017

კარლ აიკანი ტრამპის 'ტაჯმაჰალის' გაყიდვას გეგმავს



 მულტიმილიარდერი ბიზნესმენი, კარლ აიკანი თავისი ძველი მეგობრის, დონალდ ტრამპის ყოფილი კაზინოს გაყიდვას აპირებს. სულ ცოტა ხნის წინ, აიკანი ტრამპის ადმინისტრაციაში პრეზიდენტის მრჩევლის თანამდებობაზე მოიაზრებოდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, აზარტული ბიზნესის მაგნატმა Trump Tajmahal-ის გაყიდვა განიზრახა.


 'ტაჯმაჰალი' აიკანმა $330 მილიონ დოლარად შეისყიდა, როცა კაზინო გაკოტრების პირას იყო. ბიზნესის შესყიდვის შემდეგ, აიკანმა კაზინოს რეკონსტრუქციისა და ახალი სიცოცხლის მიცემის იმედით მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯა, მაგრამ უშედეგოდ - მან კაზინოს თანამშრომლებთან მოლაპარაკება ვერ შეძლო, რომლებიც 'ტაჯმაჰალის' გაკოტრების გამო პენსიისა და სხვა სოციალური დახმარების გარეშე დარჩნენ. როგორც მოგვიანებით აიკანმა განაცხადა, კაზინოს თანამშრომლების მოთხოვნები იმდენად არარეალურია, რომ ის ბიზნესის განვითარებას მნიშვნელოვნად უშლის ხელს.

 საქმის დროებით შეჩერებიდან ორი კვირის შემდეგ, სასამართლოს გადაწყვეტილებით, აიკანს კაზინოს ახალი თანამშრომლებით დაკომპლექტებული კაზინოს გახსნა აეკრძალა. როგორც ჩანს, აზარტული ინდუსტრიის მაგნატმა კაზინოს გაყიდვა სწორედ ამ მიზეზის გამო გადაწყვიტა. სენატში ნიუ ჯერსის წარმომადგენელის, სტივენ სუინის განცხადებით, კაზინოს მფლობელებს თანამშრომლების მანიპულირებისა და მათი უფლებების შელახვის საშუალება არ უნდა ეძლეოდეთ.

Комментариев нет:

Отправить комментарий