12/01/2016

"ბანქო" "ტარო" "კარტი" _ მისი წარმოშობის ისტორია, გავრცელება და მაგიური ძალა

ბანქო, კარტი, ტარო - დღევანდელ დღემდე საიდუმლოებით არის მოცული მისი წარმოშობის და განვითარების ისტორია და ბუნებრივიცაა, რადგან იგი მაგიურ საწყისებზეა აღმოცენებული.
არსებობს ბანქოს წარმოშობის რამოდენიმე ვერსია:


პირველი ვერსია - თავდაპირველად სათამაშო ბანქო აღმოსავლეთ აზიაში გამოჩნდა კორეასა და ჩინეთში და მართკუთხედის ფორმა ჰქონდა. მისი პირვანდელი სახე დომინოს ქვებს წააგავდა, ხოლო VIII საუკუნში ჩინეთის ისტორიულ წყაროებში მოხსენებულია, როგორც ხის ფირფიტები ნახატებით და სიმბოლოებით. ევროპაში კარტი სავარაუდოდ ან აბრეშუმის გზის, ან არაბების საშუალებით ჩამოვიდა.
მეორე ვერსია - ეგვიპტეში, ძველად ეგვიპტელი ქურუმები მსოფლიო სიბრძნეს 78 ოქროს ფირპიტებზე ასახავდნენ, რომლებიც ბანქოს ჰგავდნენ. 56 ფირფიტაზე იყო ასახული მცირე არქანები, რაც სათამაშო დასტას წარმოადგენს, ხოლო დანარჩენი 22 მაღალი არქანი, რომლებიც ტაროში სამკითხაოდ გამოიყენება. სიტყვა ტარო ეგვიპტურიდან თარგმანში ნიშნავს - "მეფეთა გზას". ეგვიპტიდან ბანქო გაავრცელეს ევროპაში არაბებმა და ციგნებმა.

მესამე ვერსია - ამბობენ, რომ კარტი 1392 წელს, ეკმენ გრინგონერმა გამოიგონა, რომელიც საფრანგეთის მეფის, კარლ VI-ის მასხარა გახლდათ, რომელიც როგორც ცნობილია, სულიერად იყო დაავადებული. თავისი ბატონის გასართობად, მასხარამ სხვადასხვა თამაშის მოფიქრება დაიწყო და კარტის მოდიფიცირება გააკეთა. საკუთარ თავს კი ჯოკერი უწოდა. 

ინდოეთში პირველი კარტი მრგვალი ფორმის იყო.


კარტს უბრალოდ თამაშის გარდა ფოკუსების, მკითხაობისა და ე.წ. პასეანსისთვის იყენებდნენ. პაპის ეკლესიის არა ერთმა მკაცრმა მცდელობამ აღმოეფხვრა იგი, - ვერ გამოიღო ნაყოფი, უფრო მეტიც რამოდენიმე ხანში ოდნავ ტრანსფორმირებული ტაროტი სამეფო კარზეც და მოგვიანებით თვით კათოლიკურ სამღვდელოებაშიც უსაყვარლესი გასართობი საშუალება გახდა. მოგვიანებით, მე-17, მე-18 საუკუნეებში იყო მცდელობა მასში შეეტანათ ზოდიაქო ნიშნები და რელიგიური სიმბოლოები. მაგ: ანგელოზი, დემონი, სიკვდილი, კრავი.

ითვლება რომ კარტის ყველა პერსონაჟი გარკვეულ ისტორიულ ფიგურას წარმოადგენს. 

საინტერესოა ის ფაქტი, რომ დიდი ხნის მანძილზე კარტში არ არსებობდა ქალის ფიგურა. მხოლოდ XVI საუკუნეში გამოჩნდა ოთხი დედოფალი, იგივე - "დამა", რომელთაც ასევე ჰყავდათ პროტოტიპები.
მოგვიანებით, ყვავის დამა მომხიბვლელ არგინად გადაიქცა. ეს გახლავთ ანაგრამა სიტყვისა რეჯინა (რეგინა), ანუ "დედოფალი". მეფის მხატვრები, კარტის დახატვისას, არგინას მეფის ფავორიტი ქალის სახეს აძლევდნენ.

მოგვიანებით, კარტში ვალეტის ფიგურები გაჩნდა, რომელთაც ასევე ისტორიული და მითოლოგიური პროტოტიპები ჰყავდათ.
რუსულ ბანქოზე, რომელიც ასევე ყველა ჩვენთაგანისთვის არის ნაცნობი, ასახულია რომანოვების საიმპერატორო კარის უკანასკნელი, 1903 წლის კოსტიუმებიანი ბალ-მასკარადის მონაწილეები. მოწვეულებისადმი ძირითადი მოთხოვნა იყო – XVII საუკუნის კოსტიუმებით მისვლა. სანკტ-პეტერბურგის ზამთრის სასახლეში გამართული ჩინებული ზეიმი ისტორიაში შევიდა, როგორც ნიკოლოზ II-ის მეფობის პერიოდის ყველაზე ცნობილი და გრანდიოზული და სამეფო კარის უკანასკნელი ბალი საიმპერატორო რუსეთში. ფოტოგრაფებმა გადაიღეს ამ ღონისძიების ყველა სახელოვანი მონაწილე, რისი წყალობითაც სათამაშო კარტებზე ამ სახეების აღდგენის შესაძლებლობა გაჩნდა.
წინა საუკუნეში კარტმა რუსეთის გავლით საქართველოშიც შემოაღწია.
სხვადასხვა ქვეყანაში ბანქო განსხვავდებოდა ერთმანეთისგან, იერით და ე.წ.  მასტებით.
 
ესპანურ, შვეცარიულ და გერმანულ დასტებში მეფე არ იყო და მის ნაცვლად ორი მამაკაცის სიმბოლო - უნტერი (უმცროსი ვალეტი) და ობერი (უფროსი ვალეტი).
დედოფლის ბანქო შემოიღეს იტალიაში და შემდგომ ფრანგულ დასტას დაემატა.
ესპანური დასტა 1590წ.
იტალიური დასტა
გერმანული დასტა
შვეცარიული დასტა
ფრანგული დასტა
ფრანგული დასტა დღეისთვის ყველაზე გავრცელებიულია. ისმის კითხვა - რატომ მაინც და მაინც ფრანგული? 
მასში რელიგიური სიმბოლოები იმდენად მზაკვრულად და დაფარულად შენიღბული, რომ ქრისტიანობაში გაუცნობიერებელი საზოგადოებისთვის შეუძლებელი იქნება კარტში რაიმე საგანგაშოს შემჩნევა.
მოგეხსენებათ დედა-ეკლესია კრძალავს ბანქო თამაშს და მკითხაობას. მოძღვერების განმარტებით ეს ცოდვაა - რადგან მასზე ასახულია ბიბლიური პერსონაჟები და თითოეული ნიშანი მაცხოვრის ჯვარცმის სიმბოლიკას წარმოადგენს:

ჯვარი - რომელზედაც აცვეს იესო ქრისტე;
ყვავი -  ღრუბელს - რომელიც ძმარში დასველებული ტუჩებთან მიუტანეს მაცხოვარს;
გული - შუბს რომლითაც იგი განგმირეს;
აგური - ოთხკუთხათავიან ლურსმნებს - რომლებითაც ქრისტე ჯვარზე გააკრეს;

თუ დავაკვირდებით სხვა ბანქოს ნიშნებში ასეთ მსგავსებას ვერ ვნახავთ. ადამიანი ბუნებით ცოდვისკენ არის მიდრეკილი და ამიტომაც ფრანგულმა ბანქომ პოპულარობა ჰპოვა, რადგან გარდა ბიბლიური პერსონაჟებისა, სხვა ბანქოებისგან განსხვავებით ახალი აღთქმის სიმბოლოების მატარებელია.
ბევრი ჩვენთაგანი სკეპტიკურად უყურებს ამას, მაგრამ თუ ჩვენ დავაკვირდებით.  ბოლო ათწლეულებში საკმად დიდი განვითარება და პოპულარობა მოიპოვა სათამაშო ბიზნესმა. შეიქმნა უამრავი დაწესებულებები ე.წ კაზინოები და ქალაქებიც კი, რომელთა საქმიანობა და შემოსავალი კარტზე არის დამოკიდებული. დაკვირვებული თვალი ადვილად შეამჩნევს, რომ სათამაშო კარტს თავის მაგიური თვისებები არ დაუკარგავს. თამაშის დროს აზარტს დამონებული საღი აზრი სრულიად დაბნელებულია. მაშ, რით აიხსნება მოაზროვნე ადამიანების ესოდენი ხალხმრავლობა კაზინოებში? იქ მისვლამდე უწყის ყველამ, რომ დამარცხებისთვისაა განწირული, მაგრამ მაინც რაღაც იზიდავთ ისე ძლიერ, თითქოს ყელში თოკი წაუჭერიათო.  უგუნური ადამიანი ილუზიებით ბედნიერი და ამავე დროს მწარედ მოტყუებულია. დაუკვირდით, ვისი ხელწერა იგრძნობა აქ, თუ არა ადამის ძის დაუძინებელი მტრისა.
ზემოთ მოხსენებული დაგვაფიქრებს სათამაშო კარტი იგივე ბანქო, თუ რა ზებუნებრივ ძალას ფლოს, რაც მაგიურ ძალასთან ასოცირდება.




Комментариев нет:

Отправить комментарий