8/29/2016

"კუბ თაუერი” ბათუმში, სადაც კიდევ ერთი სამორინეს გახსნა იგეგმება

"კუბ თაუერი”, სადაც 5* სასტუმრო „Swiss Belhotel International"-ი უნდა განთავსდეს, ექსპლუატაციაში ერთი თვის დაგვიანებით, 2018 წლის  თებერვლიდან შევა.  აჭარის მთავრობა ინვესტორთან დათმობაზე წავიდა და კომპანია "ADOG-GEORGIA” -ს ვალდებულებების შესრულების პერიოდი გადაუვადა, რომელიც ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩაზე  30 სართულიან "კუბ თაუერს“ აშენებს.


2010 წელს ,,ADOG-GEORGIA“-ს სიმ­ბო­ლურ ფასად 1 ლარად საკუთრებაში გადაეცა  ბათუმში, გოგებაშ­ვილის ქ. N10-12-ის მიმდებარედ არსებული 1621 კვმ ფართის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, სადაც ინვესტორს  2018 წლის 1-ელ იანვრამდე უნდა აეშენებინა და ექსპლუა­ტაციაში შეეყვანა არანაკლებ 22 სართულიანი შენობა-ნაგებობა, სადაც მინიმუმ 180 ნომრიანი სასტუმრო და კაზინო უნდა განეთავსებინა.  "ADOG-GEORGIA” -ს პროექტში  30 მლნ დოლარის ინვესტიცია უნდა ჩაედო.

თუმცა ინვესტორმა ვალდებულებების შესრულება დროულად ვერ მოახერხა, რასაც კომპანიაში მშენებლობის პროცესში წარმოქმნილი გაუთვალისწინებელი გარემოებებით ხსნიან.

საქმე იმაშია, რომ ადგილობრივი მაცხოვრებლები აცხადებდა, რომ ახალი მშენებლობა მომიჯნავედ მდგარ მათ სახლს აზიანებდა.

მოსახლეობის პროტესტის ფონზე სპეციალური  კომისიაც შეიქმნა, რომლის მთავარი მიზანიც არსებული ვითარების დეტალური შესწავლა იყო.

„ADOG-GEORGIA“-ში კი მიიჩნევენ, რომ იმის გამო, რომ კომპანიას თავიდან აეცი­ლებინა შემდგომი გართულებები, შემუშავდა ქვაბულის მოწყობის მეთო­დო­ლოგია, რომელიც საინჟინრო ექსპერტიზისათვის წარედგინა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზას, რომელმაც დაადგინა, რომ ქვაბულის მოწყობის მეთოდოლოგიით წარმოებული მშენებლობა მომიჯნავედ მდებარე შენო­ბებზე უარყოფით ზეგავლენას არ ახდენს.

25 აგვისტოს მდგომარეობით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის 899 655 ლარის ჯარიმა ერიცხება. მთავრობის გადაწყვეტილებით, "ADOG -GEORGIA”  დაკისრებული ჯარიმებისგან, იმ პირობით გაანთავისუფლებს, თუ კომპანია ახალ ხელშეკრულებას ზედმიწევნით შეასრულებს.

აღსანიშნავია, რომ კომპანია Adog-ის მფლობელი ცნობილი აზერბაიჯანელი მილიარდერია და ის იმავდროულად აზერბაიჯანული საფეხბურთო კლუბის მფლობელიცაა.

Комментариев нет:

Отправить комментарий