სასტუმრო „ბილთმორ თბილისი“ (The Biltmore Hotel Tbilisi), რომელიც თაბუკაშვილის ქუჩაზე, ყოფილი იმელის შენობის უკან 31 ივლისს გაიხსნა, სტუმრებს სექტემბრიდან მოემსახურება. ამის შესახებ DFWatch-ს სასტუმროს გაყიდვებისა და მარკეტინგის დირექტორმა ნინა ასათიანმა გვესაუბრება.
მისივე თქმით, ეს არის მაღალი კლასის სასტუმრო, რომელიც საქართველოში ყველაზე ძვირი იქნება – ნომრის ფასი, დაახლოებით, 380 დოლარიდან იწყება. თუმცა, დეტალური ინფორმაცია თუ რა დაუჯდება ადამიანს ამ სასტუმროში გაჩერება, 10 აგვისტოდან გახდება ცნობილი. სასტუმროში უკვე დასაქმდა 250 ადამიანი.
სასტუმრო „ბილთმორ თბილისის“ შესავლელი რუსთაველის გამზირზე, ყოფილი იმელის შენობაშია განთავსებული, იქვეა რამდენიმე საკონფერენციო დარბაზიც. ხოლო „იმელის“ შენობის უკან მდებარე ცათამბრჯენში, რომელიც ყველაზე მაღალია საქართველოში, განთავსებულია 214 ოთახი, სპა -დიდი აუზით, რამდენიმე რესტორანი და ბარი, ღონისძიებათა დარბაზი, “რომლის მსგავსიც საქართველოში არ არის.”
ეს არის პირველი სასტუმრო, რომელშიც საპრეზიდენტო აპარტამენტები მოეწყობა და დედაქალაქში ვიზიტად მყოფ პრეზიდენტებსა თუ VIP პერსონებს მოემსახურება.
ეს არის პირველი სასტუმრო, რომელშიც საპრეზიდენტო აპარტამენტები მოეწყობა და დედაქალაქში ვიზიტად მყოფ პრეზიდენტებსა თუ VIP პერსონებს მოემსახურება.
ორ წელში კი ამ ჩამონათვალს დაემატება კაზინოც, რომელიც იმელის შენობაში განთავსდება. თუმცა, ასათიანმა ვერ დააკონკრეტა იქნება თუ არა ეს კაზინოების ცნობილი ბრენდის, „მელკოს“ კაზინო, რომლის გახსნასაც თავდაპირველად აპირებდნენ.
Комментариев нет:
Отправить комментарий