ღონისძიების მონაწილეებს საქართველოს სათამაშო ინდუსტრიაში მიმდინარე ბიზნეს-პროცესებს გააცნობენ.
თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. ბათუმში 18 აგვისტოს სათამაშო ბიზნესისა და მასთან დაკავშირებული ინდუსტრიისადმი მიძღვნილი ღონისძიება Casino Forum Batumi გაიმართება.
პროფესიული საერთაშორისო ფორუმი ქვეყანაში, რომელსაც ლეგალური სათამაშო ბიზნესის 25 წელზე მეტი ხნის ისტორია აქვს, მონაწილეებს წარუდგენს ინფორმაციას საქართველოს სათამაშო ინდუსტრიაში მიმდინარე ბიზნეს-პროცესების შესახებ, დაეხმარება საქმიანი პარტნიორების, ინვესტორების ან ინვესტიციებისთვის ადგილების მოძებნაში.
„საქართველო ლიბერალური კანონმდებლობით, გამარტივებული დოკუმენტაციით, მოქნილი საგადასახადო სისტემითა და კორუფციის არარსებობით გამოირჩევა. ტურისტები თურქეთიდან, რუსეთიდან და სხვა მეზობელი ქვეყნებიდან ყოველწლიურად აქ 1,7 მლრდ აშშ დოლარს ხარჯავენ. ქვეყანა უცხოელი ოპერატორებისა და ბიზნესის ახალი მიმართულებებისთვის ღიაა“, — იუწყება ღონისძიების ორგანიზატორი, კომპანია Smile-Expo.
მონაწილეები გაუზიარებენ ერთმანეთს საქართველოში მუშაობის გამოცდილებას, უკეთ გაეცნობიან ამ ქვეყნის კანონმდებლობას, ასევე შეიტყობენ გემბლინგის ახალი მიმართულებების შესახებ და მოთამაშეების მოზიდვის საშუალებებზე.
Casino Forum Batumi შედგება კონფერენციის, სადემონსტრაციო ზონისა და ბიზნეს-ტურისგან. სპიკერები, რომელთა შორის არიან ინვესტორები, წარმატებული მეწარმეები, სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლები, მარკეტოლოგები და იურისტები, ასევე კონფერენციის მონაწილეები რიგ მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავენ.
კერძოდ, ქვეყნის მიმზიდველობა ინვესტიციებისთვის, ოფლაინ და ონლაინ კაზინოს შემოსავლების გაზრდა, ახალი მოთამაშეების მოზიდვა, ბიზნესის ჩაშვება ნულიდან და გემბლინგის ახალი მიმართულებები.
ბიზნეს-ტურის მონაწილეები ეწვევიან საქართველოს საუკეთესო კაზინოებს და გაესაუბრებიან მათ მმართველებს.
კომპანია Smile-Expo სპეციალიზებულია საქართველოსა და დსთ-ის ქვეყნებში სათამაშო კონფერენციების ჩატარებაზე.
Комментариев нет:
Отправить комментарий