ღონისძიებას საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს "მთის კურორტების განვითარების კომპანიის" ხელმძღვანელი ალექსანდრე ონოფრიშვილი და კომპანია „რედკოს“ წარმომადგენლები დაესწრებიან.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, 2016 წლის 31 მაისს კომპანია „რედკომ“ შეიძინა 50 ჰექტარი მიწის ნაკვეთი ახალ გუდაურში, რომელზეც კომაპანია უმაღლესი ევროპული დონის, საკურორტო ზონის მშენებლობას და 150 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. ახალი გუდაურის გენერალური გავითარების გეგმა მსოფლიოში ცნობილი სამთო–სათხილამურო კურორტების დამგეგმავი კანადური კომპანია „ეკოსაინის“ მიერ შემუშავდა. პროექტის პირველი ეტაპი 10 ჰექტარის განაშენიანებას მოიცავს. ამ ეტაპით გათვალისწინებულია 26 ნაგებობის მშენებლობა, რომელიც კურორტს 4200-ზე მეტი დამატებითი „საწოლით“ უზრუნველყოფს. ახალი გენერალური გეგმის მიხედვით კურორტზე აშენდება რამოდენიმე 2*, 3*, 4* და 5* სასტუმრო, აპარტოტელები, თაუნჰაუსები და ვილები; შეიქმნება დამატებითი დასვენების და გასართობი ინფრასტრუქტურა - ყინულის მოედანი, რესტორნები, გასართობი ცენტრები, სპორტული მოედნები, მაღაზიები, ტენისის კორტები, სპა ცენტრები და კაზინო. ასევე კურორტი აღჭურვილი იქნება თანამედროვე ავტოსადგომების სისტემებით (მიწისქვეშა და მიწისზედა), რომლებიც 1600-ზე მეტ ავტომობილს იტევს. კომპანია „რედკომ“ მიიღო წინასწარი თანხმობა Starwood Hotels and Resorts Worldwide“-საგან, რიმლის მიხედვითაც კურორტზე მსოფლიოში ცნობული ბრენდების “Sheraton” და “Four Points by Sheraton” სასტუმრობი გაიხსნება“, - აცხადებენ შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიაში“.
Комментариев нет:
Отправить комментарий