5/10/2016

საგამოძიებო უწყებამ თბილისში არალეგალურად მოქმედი კაზინო გამოავლინა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თბილისში არალეგალურად მოქმედი კაზინო გამოავლინა.


როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, თაბუკაშვილის ექვს ნომერში, არალეგალურად მოქმედი კაზინოს სამი მფლობელი დაკავებულია. ისინი კანონის გვერდის ავლით, შესაბამისი ნებართვისა და ყოველგვარი მოსაკრებლის გადახდის გარეშე, არალეგალურად ჰქონდათ მოწყობილი აზარტული კლუბი, სადაც სისტემატიურად იმართებოდა სხვადასხვა აზარტული თამაშები.

უწყების ინფორმაციით, დაკავებულები თამაშების ორგანიზების სანაცვლოდ გასამრჯელოს სახით იღებდნენ შესული თანხის 20%-ს,  ხოლო დარჩენილ თანხას საპრიზო ფონდის სახით ანაწილებდნენ აზარტულ თამაშებში გამარჯვებულ მოქალაქეებზე.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ემუხლის მეორე ნაწილით, რაც თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

Комментариев нет:

Отправить комментарий