3/05/2016

სათამაშო ბიზნესი და მისი ისტორია

   სათამაშო ბიზნესში ხშირად გვსმენია სიტყვა "კაზინო", მაგრამმისი წარმომავლობა ბევრმა არ იცის. Casino _ იტალიური სიტყვაა და პირდაპირი მნიშვნელობით პატარა სახლს ნიშნავს, ხოლო XIX საუკუნეში შენობის  მნიშვნელობა შეიძინა, სადაც გასართობიღონისძიებები იმართებოდა: სიმღერის მოსმენა, ცეკვა, აზარტულიტამაშები, ხოლო ქართულად სამორინე ეწოდება.



   ამ ბიზნესის ძირითადი მახასიათებელი ნიშანია ადამიანების ილუზიის ექსპლუატაცია, რომელიც შემთხვევითობის პრინციპით ჰპირდება მათ გამდიდრებას. მათგან ყველაზე გავრცელებულია სამორინე (კაზინო), სათამაშო აპარატების სალონი, ტოტალიზატორი და ლატარია.
  პირველი კაზინო ევროპაში ითვლება Ridotto, რომელიც გაიხსნა 1638 წელს ვენეციაში, შემდგომ 1720 წელს ბად-ემსში და 1748 წელს ბადენ-ბადენში (მეფეებისა და იმპერატრების კურორტი). XVII-XIX საუკუნეებში კაზინოები ამოქმედდნენ ევროპის ყველა ქვეყანაში, დაწყებული ესპანეთით და დამთავრებული რუსეთით. 1865 წელს გრანდიოზული პომპეზურობით გაიხსნა მსოფლიოში დღესაც უაღრესად ცნობილი კაზინო  “La Grand Casino de Monte Carlo” მონაკოს სათავადოში. 
  სამორინე გახდა მდიდრების თავშეყრის ადგილი და დროთა გმვალობაში გამოააშკარავა თავისი მავნე ზეგავლენა საზოგადოებაზე, რაზეც ევროპის ხელისუფლებამ დააწესა აზარტულ თამაშებზე შეზღუდვები. თითქმის ყველა კაზინო ევროპაში დაიხურა 1873 წელს. მაშინ მონაკოს ტერიტორიაზე Monte Carlo აზარტული თამაშების დედაქალაქად იქცა, რომელმაც არ ჩათვალა საჭიროდ რაიმე შეზღუდვების დაწესება.

 ამერიკაში პირველი კაზინო გამოჩნდა მხოლოდ მე- XIX საუკუნის დასაწყისში. აზარტული თაშების ცენტრი ხდება ახალი ორლეანე მას მოყვება წმ. ლუი , ჩიკაგო და სან ფრანცისკო. განსაკუთრებული პოპულარობა ჰპოვა თამაშებმა: blackjack და poker. პრეზიდენტ ენდრიუ ჯექსონის ხელისუფლებაში მოსვლისას მიღებულ იქნა ათწლიანი აკრძალვა აზარტულ თამაშებზე. XX საუკუნის დასაწყისში შტატ ნევადაში, ლასვეგასში და რიოში იწყება ახალი სამორინეების მშენებლობა. 40-იან წლებში ლასვეგასი შედგებოდა პატარა სამორინეებისგან, ხოლო 1946 წელს გაიხსნა პირველი უდიდესი სამორინე სახელწოდებით _ "ფლამინგო", მისი დამაარსებელი იყო ბაგსი სიგელი   


    1978 წელს  კაზინოს გახსნაზე ლიცენზიას იღებს ქალაქი ატლანტიკსიტი, რომელიც დღეის მდგომარეობით არის მეორე,  ლასვეგასის შემდგომ ამერიკის ქალაქებს შორის.

      ცარიზმის პერიოდში საქართველოში აზარტული თამაშები რა თქმა უნდა იყო, მაგრამ კლასიკური ტიპის კაზინოების განვითარება არ მომხდარა. 1920 წელს თბილისში გახსნილი იყო 2 კაზინო, ასევე რამდენიმე ლოტოს კლუბი. უცნობია აღნიშნული სამორინოები რამდენად ლეგალურად მუშაოდნენ. გარდა ამისა, საქართველოში გახსნილი იყო ბანქოს მწარმოებელი ქარხანა.

    საბჭოთა პერიოდში აზარტული თამაშები აკრძალული  იყო, თუმცა არალეგალურად ეს თამაშები მუდმივად ხორციელდებოდა დაფარულ პირობებში. გარდაქმნის ეპოქის დადგომამ კაზინოს ლეგალიზაცია გამოიწვია და 1989 წლის 23 აგვისტოს სსრკ-ს დედაქალაქ მოსკოვში სასტუმრო “სავოიში“ გაიხსნა პირველი სამორინე. 1990 წელს ჯერ კიდევ საბჭოთა საქართველოს დედაქალაქ თბილისში შვედური ინვესტიციის შემწეობით გაიხსნა პირველი ლეგალური სამორინე „ორი ჯუჯა“, რომელმაც სადგური ფილარმონიის ერთ-ერთ დარბაზში დაიდო. 


     აზარტულ თამაშებს განეკუთვნება სათამაშო აპარატების სალონები ე.წ “სლოტ-კლუბები“. ამ ძირითადად ელექტრონულ სათამაშო აპარატებს აქვთ შესაბამისი პროგრამები და მექანიზმები, რომლებიც იძლევიან ფულად მოგებას. ეს სათამაშო აპარატებიც, როგორც წესი განლაგებულნი არიან სამორინეებში.


     აზარტული თამაშია – ტოტალიზატორი, იგივე საბუკმეკერო ბიურო. ეს ასევე ძველი მოვლენაა. ბრიტანეთში დოღის გამართვისას ცხენსა და მხედარზე ფულად ფსონს ჩამოდიოდნენ და რადგან მე-XVIII საუკუნეში სოციალურად პრესტიჟული ფრანგული ენა იყო, აზარტუ;ლი თამაშების ამ სახეობას ფრანგული სახელი totaliser(შეჯამება) უწოდეს. ჯირითის რა მოგახსენოთ, მაგრამ სხვა მხრივ საბუკმეკერო ბიზნესი მოქმედებს საქართველოშიც.

    ლატარიაც ასევე აზარტული თამაშია. მისი სახელი ჰოლანდიური სიტყვიდან _ Lot მოდის, რაც ბედს ნიშნავს. იგი შეიძლება იყოს მომენტალური და ტირაჟიანი, ტოტო, ლოტო და ბინგო.

Комментариев нет:

Отправить комментарий