2015 წლის ივნისში ბათუმში ორი ახალი კაზინო გაიხსნა, ერთიც აგვისტოში გაიხსნება. აქამდე ბათუმში 6 რეგისტრირებული კაზინო იყო და კიდევ 8 ახალი კაზინოს გახსნა იგეგმება სხვადასხვა კომპანიებისგან.
ახალ გახსნილ კაზინოებს შორის გამოირჩევა "ლეოგრანდი", მას აფასებენ როგორც ყველაზე დიდ და მდიდრულ კაზინოს მთელ კავკასიაში - ის მოიცავს 3 სართულს და 3000 კვადრატულ მეტრს ამავე სახელწოდების სასტუმროში. კაზინო "ლეოგრანდი"-ში განთავსებულია 24 სათამაშო მაგიდა, 280 პოპულარული სათამაშო აპარატი, VIP სალონი 500კვადრატულ მეტრზე, კაზინოს სტუმრებს მოემსახურება ორი ბარი და რესტორანი საერთაშორისო სამზარეულოთი.
აგვისტოში კი სასტუმრო "ჰილტონ“-ში კაზინო "ავსტრია“ იხსნება, რომელიც მსოფლიო სთამაშო ბაზარზე უკვე ცნობილია, ის უკვე დაკომპლეკტებულია მუშა-პერსონალით.
გარდა ამისა, არის რამდენიმე კომპანია, რომლებისაც განაცხადი აქვთ შეტანილი კაზინოს გახსნაზე ბათუმში. ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ მომდევნო 2-3 წლის განმავლობაში ბათუმში მინიმუმ 20 კაზინო იქნება, რაც ნიშნავს ბათუმის საქართველოს ლასვეგასად - კაზინოების ქალაქად გადაქცევას.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში კაზინოების გახსნის ვალდებულება აქვთ შემდეგ კომპანიებს:
# კომპანიების დასახელება, ხელშეკრულების გაფორმების თარიღი
1 შპს „ქროსვეისი" 02.07.2008
2 შპს „აქთივ ბათუმი“ 30.03.2010
3 შპს „ADOG-GEORGIA“ 31.12.2010
4 შპს „GIMG“ 20.10.2006
5 სს „ია-ფეთ იალჩინ პეტროლ თურიზმ თიჯარეთის წარმომადგენლობა საქართველოში" 16.04.2015
6 სს „მეტრო ატლას ჯორჯია" 06.02.2012
7 სს „მეტრო ატლას ჯორჯია" 03.06.2015
8 შპს „ეიერ-მერიდიანსი" 03.06.2015
ამათ გარდა კაზინოს გახსნას აპირებენ: TAM GEO ("ბაბილონ თაუერი"), "სისთემ ინშაათი", "პრეზიდენტ პალასი", "ბათუმი თაუერი".
Комментариев нет:
Отправить комментарий